...
Lawhub

10 რამ, რაც ყველა იურისტმა უნდა იცოდეს

1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია.

2. კოდექსი არის ერთგვაროვანი საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული ნორმატიული აქტი.

3. საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4. თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

5. კანონი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად, ხოლო პუნქტი – ქვეპუნქტებად. კოდექსი შედგება მუხლებისგან, რომელიც შეიძლება დაიყოს ნაწილებისგან, ნაწილები ქვეპუნქტებისგან. მუხლები შინაარსობრივი სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება დაჯგუფდეს თავებად. თავები შესაძლებელია გაერთიანდეს კარებად (კოდექსში – წიგნებად). კარს (წიგნს) და თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.

6. ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.

7. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

8. საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

9. ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე.

10. პრეზიდენტი, როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათ საფუძველზე.

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading