ტრანსფორმაციული სასამართლო ლიდერობა: რა არის? რატომ? როგორ?

ამერიკის შეერთებულ შტატებში, წინა თვეში ვიზეიმეთ პრეზიდენტების დღე და მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღე აღვნიშნეთ. მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული აღიარებითა და ღონისძიებით ვზეიმობთ ბევრი სხვა ცალკეული პიროვნებების დღეს. ვინ არიან ეს სახელმგანთქმული პირები? რატომ არიან ისინი ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის?

ამ არაჩვეულებრივმა პირებმა საოცრად დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენს ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი საზოგადოება დღეს, რა ღირებულებების მატარაბელია. ისინი იყვნენ ლიდერები, რომლებმაც „შეცვალეს“ და განახორციელეს გრძელვადიანი ცვლილებები, რომელმაც გარკვეულწილად გააუმჯობესა ყველას ცხოვრება.

ბევრი ზემოაღნიშნული ლიდერი არ მოქმედებდა მაღალი ხელისუფლების თანამდებობიდან, მაგრამ მათ, საკუთარი ხედვის გაზიარებით, მაინც შეძლეს ცვლილებების განხორციელება, რომელიც ხალხს აძლევდა მოტივაციას გამხდარიყვნენ ამ მსოფმხედველობის ნაწილი და ექციათ ის რეალობად. ისინი იყვნენ ტრანსფორმაციული ლიდერები!

რატომ არის საჭირო მსგავსი ლიდერების ყოფნა სასამართლო ხელისუფლებაში? სასამართლო დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. თუ გადავხედავთ ჩვენ საერთო გარემოცვას, ვნახავთ, რომ სუსტი და არაეფექტური სასამართლო სისტემის გამო, მსოფლიოში მრავალი ახალი დემოკრატია არსებობისთვის იბრძვის. ეფექტური სასამართლო სისტემის შენარჩუნება გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების წარმატებისთვის. სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები არიან ისინი, რომლებიც ათვიცნობიერებენ, რომ სასამართლო ჩართულია სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ კონტექსტში, რომელიც დინამიური და მუდმივად ცვალებადია. ეფექტურობის შენარჩუნებისა და მიზნის მისაღწევად აუცილებელია სასამართლო ადაპტირდეს და მუდმივად იცვლებოდეს.

როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი ცვლილებები? ცალკეული პირები, მოსამართლეები, სასამართლოს თანამშრომლები და ადმინისტრატორები განახორციელებენ ცვლილებებს. ცვლილებების განხორციელების უწყვეტი პროცესი იწყება მას შემდეგ, როდესაც მოხდება მისი აუცილებლობის გააზრება. სასამართლოს ნებისმიერ წევრს შეუძლია გაეცნოს კონკრეტული პროცესის სტრუქტურის ან პოლიტიკის შესახებ, რომლის მოდიფიცირებაც შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების კონტექსტში. ლიდერი არის პირი, რომელიც ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ხედავს და მათ დასაწყებად ნაბიჯებს დგამს. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი თანამოაზრე გამოავლინოს და ჩართოს ცვლილებების პროცესში. ამასთან, ეს შეიძლება შეიცავდეს შესაძლო გადაწყვეტილებებისა და საშუალებების იდენტიფიცირებას, რომლებიც საჭიროა ცვლილების განსახორციელებლად. და რაც ყველაზე მთავარია, ლიდერები საზოგადოებას დაანახებენ ცვლილებების განხორციელების საჭიროებას და პროცესში მონაწილეობის სურვილს შთააგონებენ.

რომ შევადაროთ დღევანდელი ამერიკის მართლმსაჯულების სისტემა 15-20 წლის წინანდელს, ნათლად დავინახავთ, თუ რამდენი ცვლილება განხორციელდა. მაგალითად, ბევრმა სასამართლომ დანერგა ელექტრონული სისტემა, რომელიც ამცირებს მთლიანად საქმის შეტანისა და შუამდგომლობის წარდგენის დროს, საფოსტო ხარჯებს, ამავდროულად, საცავების საჭიროება აღარ არის, და რაც მთავარია, ის საშუალებას აძლევს ბევრ მომხმარებელს დოკუმენტებთან პირდაპირ და დაუყოვნებლივ წვდომას. ამასთან, დღეს ბევრი მოსამართლე იყენებს პლანშეტს/ტაბლეტებს გადაწყვეტილების დაწერისა და გაგზავნისთვის, რაც ზრდის სასამართლოს პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას. ის ასევე ეხმარება სამართლის აღსრულებას, როდესაც ხდება ბრძანებების სწრაფი გაცემა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საჯარო უსაფრთხოებას. ბევრმა სასამართლომ უკვე შეცვალა საქმეთა ნაკადის მართვის სტრატეგია – მათ გადაუხვიეს საქმეთა განხილვის „ადგილზე გამოძახების წესს“ და გადავიდნენ საქმეთა ინდივიდუალურად დაგეგმვაზე, რაც ადვოკატებსა და მათ კლიენტებს უზოგავს დროს. და ბოლოს, სასამართლომ პირებისთვის, რომლებიც წარმომადგენლის გარეშე გამოდიოდნენ პროცესებზე, გააუმჯობესა პროცედურები, რომლებიც ეხმარება მათ სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობაში.

ზემოაღნიშნულ მაგალითებში, სისტემის ყველა პიროვნებამ დაინახა ცვლილებების საჭიროება და ამასთან, მათ ჰქონდათ იმის უნარი სხვებისთვის შთაეგონებინათ და ამავდროულად ჩაერთოთ ისინი განსახორციელებელ პროცესში. შედეგი არის ეფექტური შესაბამისობა სასამართლოს მუშაობასა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის. ეს პირები არიან სასამართლოს ტრანსფორმაციული ლიდერები.

წყარო: პროფესორი ივონე სთედჰემი, სტატია, ეროვნული სამოსამართლო კოლეჯი (აშშ)
https://www.judges.org/transformational-judicial-leadership-what-why-how/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *