ტესტის შეჯამება
0 of 10 questions completed
კითხვები:
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
Information
You have already completed the quiz before. Hence you can not start it again.
Quiz is loading...
You must sign in or sign up to start the quiz.
You have to finish following quiz, to start this quiz:
შედეგები
0 დან 10 სწორად გაცემული კითხვები
თქვენი დრო:
Time has elapsed
თქვენ მიაღწიეთ 0 დან 0 ქულას, (0)
Საშუალო ქულა |
|
შენი შედეგი |
|
© ილია ბოჭორიშვილი / კატეგორიები
- სისხლის სამართალი 0%
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- უპასუხა
- გადახედეთ
-
კითხვა 1 დან 10 Lawhub.ge
1. კითხვა
1 ქულამცხეთაში მცხოვრებმა მ. ლალიაშვილმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა საკუთარი ქმარი გ. მიშველაძე, რომელიც სისტემატურად მთვრალი ბრუნდებოდა ოჯახში და ცოლს აბუჩად იგდებდა, ლანძღავდა და სცემდა. სამედიცინო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მ. ლალიაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მთლიანად არ გამორიცხავდა მის შერაცხადობას. დააკვალიფიცირეთ ა. ლალიაშვილის ქმედება.
Correct
Incorrect
-
კითხვა 2 დან 10 Lawhub.ge
2. კითხვა
1 ქულაპირთა ჯგუფმა გადაწყვიტა ცნობილი ბანკირის ჯანაშვილის მიმართ განეხორციელებინა ყაჩაღური თავდასხმა ბინაში შეღწევით. ამისთვის ისინი შეიარაღდნენ დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით და ღამით შევიდნენ ჯანაშვილის სახლში. სახლში მხოლოდ ერთი სულით ავადმყოფი მოხუცი ოჯახის წევრი აღმოჩნდა, რომელსაც იარაღი დაუმიზნეს, მაგრამ მაშინვე დაანებეს თავი, რადგან მიხვდნენ, რომ მოხუცი ვერაფერს აცნობიერებდა. ისარგებლეს ამ გარემოებით ბოროტმოქმედებმა და ფარულად წაიღეს ამ ოჯახის კუთვნილი ძვირფასეულობა. როგორ უნდა შეფასდეს მათ მიერ ჩადენილი ქმედება?
Correct
Incorrect
-
კითხვა 3 დან 10 Lawhub.ge
3. კითხვა
1 ქულათბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, ასევე, არ დაკმაყოფილდა პროკურორის საჩივარი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გაუქმებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. იქნება თუ არა პროკურორი უფლებამოსილი, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განჩინება გაასაჩივროს საკასაციო წესით და თუ კი, რა ვადაში?
Correct
Incorrect
-
კითხვა 4 დან 10 Lawhub.ge
4. კითხვა
1 ქულაალექსანდერე ჩოჩიევმა საახალწლო წვეულებიდან გარეთ გამოსულ ელენე კასრაძეს 500 ლარიანი ყელსაბამის მოხსნა და მისთვის გადაცემა მოსთხოვა. ელენე კასრაძის ყვირილზე სტუმრები გარეთ გამოვიდნენ, რამაც ალექსანდრე ჩოჩიევს ხელი შეუშალა საკუთარი განზრახვის ბოლომდე მიყვანაში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ ალექსანდრე ჩოჩიევი ელენე კასრაძეს დაემუქრა, თუმცა გამოძიებამ ვერ დაადგინა ამგვარი მუქარა სიცოცხლის ან ჯანრთელობისთვის საშიში იყო თუ არა. ალექსანდრე ჩოჩიევის ადვოკატი დაჟინებით მოითხოვდა ჩოჩიევის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპზე დაყრდნობით. როგორ უნდა გადაწყდეს ალექსანდრე ჩოჩიევის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?
Correct
Incorrect
-
კითხვა 5 დან 10 Lawhub.ge
5. კითხვა
1 ქულაგომართელი სხირტლაძეს ემუქრებოდა, რომ თუ ფულს არ მისცემდა ცოლად აღარ შეირთავდა. ვინაიდან მუქარამ არ გაჭრა, იგი შეეცადა სიკვდილის მუქარით მიეღო ფული სხირტლაძისგან. როგორ დაკვალიფიცირდება გომართელის მოქმედება?
Correct
Incorrect
-
კითხვა 6 დან 10 Lawhub.ge
6. კითხვა
1 ქულასაკასაციო საჩივარში კასატორის ერთერთი მოთხოვნა იყო, რომ საკასაციო სასამართლოს პოლიტიკური თანამდებობის პირის სამსახურებრივი მოვალეობის სტანდარტის შესახებ გაეკეთებინა მნიშვნელოვანი განმარტება, ვინაიდან ამ საკითხზე უზენაეს სასამართლოს მანამდე არ უმსჯელია. საკასაციო პალატამ საჩივარი განუხილველი დატოვა, ვინაიდან მანამდე უზენაეს სასამართლოს ერთ ერთ გადაწყვეტილებაში უკვე იყო საუბარი ამ საკითხზე და საჩივარში სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის სხვა გარემოება არ იკვეთებოდა. კანონიერია თუ არა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება?
Correct
Incorrect
-
კითხვა 7 დან 10 Lawhub.ge
7. კითხვა
1 ქულაგ.ჯ-ს 2017 წლის 14 მარტს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ამავე დღეს პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა ბრალდებული პირისათვის პატიმრობის გამოყენება აღკვეთის ღონისძიების სახით. 2017 წლის 15 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ბრალდებულის მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება იმ მოტივით, რომ გ.ჯ-ს მიმართ უკვე არსებობს სხვა საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და გ.ჯ.-ს დაკავების შემთხვევაში ის ისედაც გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. გამართლებულია თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უარის შესახებ?
Correct
Incorrect
-
კითხვა 8 დან 10 Lawhub.ge
8. კითხვა
1 ქულა2020 წლის 25 სექტემბერს ა.ე-ს წარედგინა ბრალი სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ა.ე-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების მოთხოვნით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, ა.ე-ს შეუფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით და სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი ღონისძიების სახით განსაზღვრა საკუთარი ხარჯით ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნის გამომძიებლისათვის წარდგენის ვალდებულების დაკისრება. კანონიერია თუ არა მოსამართლის მოქმედება?
Correct
Incorrect
-
კითხვა 9 დან 10 Lawhub.ge
9. კითხვა
1 ქულაზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განაჩენით, ლ.ბ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პუნქტებით და განესაზღვრა 10 წლით თ/აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, 2013 წლის იანვარში ძებნილი მსჯავრდებულის ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვისა და სასჯელის ¼-ით შემცირების მოთხოვნით. დასაშვებია თუ არა ადვოკატის შუამდგომლობა?
Correct
Incorrect
-
კითხვა 10 დან 10 Lawhub.ge
10. კითხვა
1 ქულაჯორბენაძემ გადაწყვიტა ხმალაძის ხუთასლარიანი პიჯაკის თეატრალური წარმოდგენის დროს გატაცება. მიზნის მისაღწევად მან ხმალაძეს შარვლის ჯიბიდან პიჯაკის სანომრე ჟეტონი ამოაცალა, რათა მეგანჯინესგან ჯორბენაძის პიჯაკი მიეღო. მართლაც, ჯორბენაძემ პიჯაკი მეგანჯინესგან მიიღო და სახლში წავიდა. დააკვალიფიცირეთ ჯორბენაძის ქმედება.
Correct
Incorrect
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, რაიმე ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@lawhub.ge