სისხლის სამართლის ტესტები 1-20
ტესტის შეჯამება
0 of 20 questions completed
კითხვები:
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
Information
You have already completed the quiz before. Hence you can not start it again.
Quiz is loading...
You must sign in or sign up to start the quiz.
You have to finish following quiz, to start this quiz:
შედეგები
0 დან 20 სწორად გაცემული კითხვები
Time has elapsed
თქვენ მიაღწიეთ 0 დან 0 ქულას, (0)
Საშუალო ქულა |
|
შენი შედეგი |
|
© ილია ბოჭორიშვილი / კატეგორიები
- სისხლის სამართალი 0%
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- უპასუხა
- გადახედეთ
-
კითხვა 1 დან 20 Lawhub.ge
1. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიოპერატიულ-სამძემრო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოვლინდა ე. კარაპეტიანის დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ, დადგინდა, რომ ე. კარაპეტიანს გატაცებული ჰქონდა მერსედესის მარკის ავტომანქანა. გამომძიებელმა გამოძიების დაწყებისგან თავის შეკავებისთვის 5000 ლარი მოსთხოვა ე.კარაპეტიანს. ე. კარაპეტიანმა ფული არ მიუტანა დათქმულ ვადაში. გამომძიებელი ამის შემდგომ ე. კარაპეტიანს ცემით დაემუქრა თუ ფულს არ მისცემდა.
შეაფასეთ გამომძიებლის მოქმედება.
-
კითხვა 2 დან 20 Lawhub.ge
2. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიწინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ჩადენილი ძარცვისთვის სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციით, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე. აღნიშნული დანაშაულისთვის სასამართლომ დანიშნა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით.
რომელი კატეგორიის დანაშაულია ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ?
-
კითხვა 3 დან 20 Lawhub.ge
3. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალითვრამეტი წლის ასაკის შესრულებამდე პირმა ოთხჯერ ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაული. თვრამეტი წლის შესრულების შემდეგ, კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული.
რომელი სახის რეციდივს აქვს ადგილი?
-
კითხვა 4 დან 20 Lawhub.ge
4. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიმკვლელობის ჩადენის შემდეგ დ. კაკაბაძე განაჩენის გამოტანამდე ფსიქიკურად დაავადდა.
დაისჯება თუ არა დამნაშავე?
-
კითხვა 5 დან 20 Lawhub.ge
5. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიმსჯავრდებულ ფ. გიორგაძეს სასამართლომ დაუნიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 საათამდე. სააღსრულებო ბიურომ განსაზღვრა, რომ მსჯავრდებულს ყოველდღიურად უნდა ემუშავა თბილისის დასუფთავების სამსახურში 3 საათი და 30 წუთი.
რამდენად მართებულად იხდის სასჯელს მსჯავრდებული?
-
კითხვა 6 დან 20 Lawhub.ge
6. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიუვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია:
-
კითხვა 7 დან 20 Lawhub.ge
7. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიდანაშაულის მცდელობისთვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისთვის სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის:
-
კითხვა 8 დან 20 Lawhub.ge
8. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიშავ ზღვაზე, თურქეთის სანაპიროსთან საქართველოს ამოსაცნობი ნიშნით მცურავ გემზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების მიმართ საბერძნეთის მოქალაქეებმა ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული.
შეიძლება თუ არა დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ჩაითვალოს?
-
კითხვა 9 დან 20 Lawhub.ge
9. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალინასამართლებმა პირმა პირველად ჩაიდინა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ნივთის დაზიანება ან განადგურება), რომლისთვისაც გათვალისწინებულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი.
შეიძლება თუ არა დამნაშავე გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან?
-
კითხვა 10 დან 20 Lawhub.ge
10. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალისამედიცინო დაწესებულებაში, გვიან ღამით, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი მიიყვანეს. მორიგე ექიმმა მიღებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ავადმყოფის სიკვდილი მას დიდი ხანია სურდა, რადგან იგი მისი მოსისხლე მტერი იყო. მართლაც, ავადმყოფი დაუხმარებლობით გარდაიცვალა, რითაც ექიმი კმაყოფილი დარჩა.
როგორ დაკვალიფიცირდება ექიმის ქმედება?
-
კითხვა 11 დან 20 Lawhub.ge
11. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალისახელწიფოს კუთვნილი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმმა უყურადღების შედეგად არასწორი დიაგნოზი ჩაწერა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაც მ. რაზმაძის ავადმყოფობის ისტორიაში, რის გამოც დაჭრილი ჯარისკაცი არასათანადო სამკურნალო განყოფილებაში მოათავსეს განაწილებისას. აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით ამავე დაწესებულების ექთანმა ინექციის გზით მ. რაზმაძეს გაუკეთა მედიკამენტი, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა ავადმყოფისთვის.
დააკვალიფიცირეთ ექიმის მოქმედება.
-
კითხვა 12 დან 20 Lawhub.ge
12. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალი54 წლის ირმა ნიკოლაძეს, რომელსაც ჰყავდა 8 წლის შვილი, შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ადვოკატმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ სასჯელის ამ სახის დანიშვნა მისთვის არ შეიძლებოდა.
რამდენად საფუძვლიანია ადვოკატის მოთხოვნა?
-
კითხვა 13 დან 20 Lawhub.ge
13. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიორჯერ ნასამართლებ ნ. ლალიაშვილს უთანხმოება ჰქონდა ვ. სარიასთან. მასზე შურისძიების გამო მან პროკურატურას აცნობა, რომ თითქოს ვ. სარიამ გუშინ ღამით მას არყის სახდელი სპილენძის ქვაბი მოპარა, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა.
დაისჯება თუ არა ნ. ლალიაშვილი?
-
კითხვა 14 დან 20 Lawhub.ge
14. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიგ. კილაძე გაუპატიურების მიზნით თავს დაესხა ა. კვაჭაძეს და ხელები გადაუგრიხა. ამ დროს ა. კვაჭაძის 12 წლის გოგონამ გაიღვიძა და მეზობლებს საშველად მოუხმო. გ. კილაძეს შეეშინდა და მიიმალა.
დაისჯება თუ არა გ. კილაძე?
-
კითხვა 15 დან 20 Lawhub.ge
15. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიმთვრალმა პირებმა ხულიგნური ქვენა გრძნობით, განსაკუთრებული სისტიკით მოკვლის განზრახვით სცემეს ფ. ჩიჩუა და ქუჩაში მიაგდეს იმ ვარაუდით, რომ იგი მკვდარი ეგონათ, თუმცა დაზარალებული დროული დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ორივე პირს შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
კანონიერია თუ არა სასამართლოს განაჩენი?
-
კითხვა 16 დან 20 Lawhub.ge
16. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალირომელი დანაშაული განხორციელდება თუ ჩადენილია საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა?
-
კითხვა 17 დან 20 Lawhub.ge
17. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალისასამართლომ 17 წლის არასრულწლოვანს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირა ორი მესამედით და დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?
-
კითხვა 18 დან 20 Lawhub.ge
18. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიმთიან ადგილში მიმავალი მძღოლი დაეჯახა ფეხით მოსიარულეს. დაზარალებულისთვის დახმარების გაწევის მიზნით მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და ნახა, რომ დაზარალებული მისი მეზობელი იყო, რომლის მკვლელობაც მას დიდი ხნის წინათ ჰქონდა ჩაფიქრებული. აღნიშნულის გამო, მძღოლმა შეგნებულად დატოვა მეზობელი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში და მიიმალა. დაზარალებული დაჯახებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზით დადგენდა, რომ დაღუპულს ვერანაირი დროული სამედიცინო დახმარება ვერ გადაარჩენდა.
დააკვალიფიცირეთ მძღოლის უმოქმედობა?
-
კითხვა 19 დან 20 Lawhub.ge
19. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალიმსჯავრდებული ლ. მიქაძე ჯიუტად თავს არიდებდა გამასწორებელ სამუშაოს. სასამართლომ აღნიშნული სასჯელი შეცვალა ჯარიმით შემდეგი გაანგარიშებით: გამასწორებელი სამუშაოს 1 დღე – 50 ლარით.
სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?
-
კითხვა 20 დან 20 Lawhub.ge
20. კითხვა
1 ქულაკატეგორია: სისხლის სამართალისვანეთის მაღალმთიან სოფელში მგზავრობისას ავტობუსი ხრამში ჩავარდა, რის შედეგადაც 2 მგზავრი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ორივეს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. შემთხვევის ადგილთან ახლო მდებარე სოფელში მხოლოდ ერთი ქირურგი იმყოფებოდა. ექიმმა ოპერაცია ჩაუტარა მხოლოდ ერთ მგზავრს, თავის ახლო ნათესავს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, ხოლო მეორე დაზარალებული აღნიშნული ოპერაციის დამთავრებამდე გარდაიცვალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მისი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნებოდა.
დაეკისრება თუ არა ქირურგს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?
მუშაობს სატესტო რეჟიმში, რაიმე ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ilia@lawhub.ge