ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს

ყაზახეთის დედაქალაქში, ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის საქმეზე, საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს.

„ამ პირებმა ფარმაცევტული კომპანია „Health Time“-ის კლიენტთა ბაზა მოიპარეს, მის კლიენტებს დაურეკეს და აცნობეს მანქანის მოგების შესახებ. მოქალაქეებს გადასახადების გადახდა შესთავაზეს, რომელიც ფსონების კომპანია „1Xbet“-ის ანგარიშებზე გადაირიცხა. იდენტიფიცირებულია 20 მსხვერპლი, მიმდინარეობს მუშაობა თაღლითების სხვა მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის“, – განაცხადა ონლაინ ბრიფინგზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ.

ყაზახეთის შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერნეტ თაღლითობის ბრალდებით, სპეცოპერაცია ალმათის გარდა, ასტანაშიც ჩაატარეს, სადაც ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან შექმნა ინსტაგრამის გვერდი, სადაც მომხმარებლებს დაბალ ფასად, ბეწვის ქურქებს სთავაზობდა.  ყაზახეთის შსს-ს ცნობით, ის 26 ანალოგიურ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა.

ინტერნეტ თაღლითობის საერთო ზარალი 4,2 მილიონი ტინგეა, რაც ჩვენი კურსით (24000 ლარია).

წყარო: იხეილეთ აქ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *