უფრთხილდი ფიშინგს.

რა არის ფიშინგი?

ფიშინგი არის კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია. შეტევის დროს გამოიყენება მეილი, რომელიც იგზავნება კიბერ-კრიმინალების მიერ. ძირითადად, მეილი წარმოჩენილია როგორც სანდო წყაროსგან მიღებული შეტყობინება, როგორიცაა ბანკი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თუ პირი ვისთანაც მსხვერპლს შესაძლოა ქონდეს ურთიერთობა. მეილი შენიღბულია როგორც სასწრაფო შეტყობინება, რომელშიც დამატებითი ინფორმაციისთვის მოთავსებულია ვებ-ბმუმლები ან მიმაგრებული დოკუმენტები. ფიშინგ მეილში მოთავსებულ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შედეგად შესაძლებელია მოხდეს მსხვერპლის კომპიუტერში შეღწევა ან მისგან დამატებით სენსიტიური ინფორმაციის მოთხოვნა (პაროლი, მომხმარებლის სახელი, ბარათის ინფორმაცია და სხვა). კიბერ-დამნაშავეები ცდილობენ ფიშინგ მეილები დააგზავნონ მასიურად, მაქსიმალურად მეტ ადრესატთან, რაც მათი წარმატების ალბათობას რეალურს ხდის.


ჩემი თხოვნა იქნება მოერიდოთ ასეთ თაღლითებს, მაგალითად დღეს დავდევი (mymarket.ge-ზე) პროდუქტი გასაყიდად, საიდანაც დამიკავშირდა ერთ-ერთი დაინტერესებული პიროვნება და მთხოვა მისთვის მიმეცა ჩემი მისამართი და ანგარიშის ნომერი, რის საფუძველზეც დამირიცხავდა თანხას, თუმცა რამოდენიმე წუთში მეუბნება, რომ მან უკვე თანხა განათავსა gpos-ის ვებგვერდზე სადაც შესვლის დროს მივიღებდი აღნიშნულ თანხას და შემდეგ დამიკავშირდებოდა კურიერი, რომ გადამეცა ნივთი, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად არის, ჩემი საბანკო მონაცემების შეყვანის დროს ის მიიღებდა ჩემს ბარათზე არსებულ ყველა თანხას. ასეთ უმსგავსობას ჩადიან ძირითადად რუსეთის მოქალაქები ამიტომ თავი აარიდეთ მსგავს შემთხვევებს. იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევა. აქვე გიგზავნით სქრინებს.

როდესაც უკვე გავაცანი ჩემი პიროვნება და მივუხვდი დანაშაულს, მან მალევე წაშალა აღნიშნული ვებ-გვერდი და დამბლოკა ე.წ (whatsapp-იდან).

პირადი მიმოწერიდან სქრინი. იხილეთ –

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *