ევროკავშირი Apple-ის €500 მილიონით დაჯარიმებას გეგმავს

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანო ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის დაჯარიმებას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, სანქციის მოცულობა 500 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ბრიუსელის მიერ ტექნოლოგიური კომპანიაზე დაწესებული რეკორდული მოცულობა იქნება.

Apple-ის დასჯის მიზეზი მის App Store-სა და ის დაწესებულ რეგულაციებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, აპლიკაციებს აკრძალული აქვთ პირდაპირი ტრანზაქციების მიღება და ისინი იძულებულნი არიან, გადახდები App Store-ის გავლით განახორციელონ. თავად ამ პრაქტიკაში სადავო ის არის, რომ ამ სერვისით სარგებლობის სანაცვლოდ, Apple-ი აპლიკაციებს 30%-იან გადასახადს უწესებს, რასაც ასობით კომპანია სასამართლოში ასაჩივრებს.

უშუალოდ ეს უკანასკნელი დავა Spotify-ს უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ Apple-ს არა მარტო საფასო პოლიტიკა აქვს გამკაცრებული, არამედ ის მომხმარებლებს Apple Music-ის კონკურენტი პლატფორმების გამოყენებაშიც კი უშლის ხელს.

ზოგადად, ეს ბრალდებები უცხო არ არის და მსგავს დანაშაულში სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებსაც მიუძღვით ბრალი, თუმცა ამ დავაში განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ სასამართლომ, შესაძლოა, ჯარიმის გადახდასთან ერთად, მსგავსი პრაქტიკის აკრძალვაც კი მოითხოვოს, რაც Apple-ს, Google-სა თუ Meta-ს იმ ფუნდამენტს შეურყევს, რომელზეც მათი იმპერია დგას.

 

წყარო: იხილეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *