ადვოკატურის გამოცდა N2
ტესტის შეჯამება
0 of 10 questions completed
კითხვები:
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
Information
You have already completed the quiz before. Hence you can not start it again.
Quiz is loading...
You must sign in or sign up to start the quiz.
You have to finish following quiz, to start this quiz:
შედეგები
0 დან 10 სწორად გაცემული კითხვები
Time has elapsed
თქვენ მიაღწიეთ 0 დან 0 ქულას, (0)
Საშუალო ქულა |
|
შენი შედეგი |
|
© ილია ბოჭორიშვილი / კატეგორიები
- ადვოკატურის გამოცდა N2 0%
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- უპასუხა
- გადახედეთ
-
კითხვა 1 დან 10 Lawhub.ge
1. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N22023 წლის 04 თებერვალს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ს. შაქარაშვილმა მეუღლეს ჩხუბი და გინება დაუწყო. ხმაურზე გამოვიდა კარის მეზობელი – უ. გიუნაშვილი, რომელმაც მოძალადეს დამშვიდებისაკენ მოუწოდა. ამ დროს ძალადობის მსხვერპლი აივანზე გავიდა იმ იმედით, რომ მოძალადე ქმარი დაწყნარდებოდა და დაიძინებდა. ს. შაქარაშვილმა აიღო სამზარეულო დანა, აივანზე გავიდა და მეუღლეს გულმკერდის არეში მოუქნია, რა დროსაც მსხვერპლმა ხელი აიფარა. დარტყმის შედეგად მსხვერპლს ხელი გაეჭრა. გ, გიუნაშვილი შეეცადა დანის წართმევას, მაგრამ უშედეგოდ. ს. შაქარაშვილმა კვლავ მოუქნია მეუღლეს დანა, რა დროსაც გ. გიუნაშვილმა მსხვერპლს ხელი ჰკრა და მეორე სართულის აივნიდან გადააგდო. დაცემის შედეგად მსხვერპლს ჯანმრთელობის მძიმედ დაუზიანდა, კერძოდ ორივე ფეხი მოიტეხა.
შეერაცხება თუ არა ობიექტურად უ. გიუნაშვილს ძალადობის მსხვერპლისათვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ? -
კითხვა 2 დან 10 Lawhub.ge
2. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N22023 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 22:00 საათზე, გ. ბერიძე მივიდა ყოფილი მეუღლის – ნ. გოროზიას საცხოვრებელ სახლში და დაუწყო შერიგებაზე საუბარი. ამ დროს ნ. გოროზია ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა გვერდით ოთახაში. გ. ბერძეს ყოფილი მეუღლის ტელეფონზე საუბრისას შემოესმა სიტყვები, „დღეს საღამოს არ მცალია, შეიძლება ხვალ, ვნახოთ…“. გ, ბერიძემ ჩათვალა, რომ ნ. გოროზიას დაურეკა მამაკაცმა. აღნიშნულზე გაღიზიანდა და ყოფილ მეუღლეს ყვირილი და გინება დაუწყო. მან უთხრა, რომ მას არ ჰქონდა უფლება სხვა მამაკაცთან დაემყარებინა ურთიერთობა, რადგან ის კვლავ მას ეკუთვნოდა და როგორც თავად ჩათვლიდა ყველაფერი ისე იქნებოდა. ნ. გორიზიას შეეშინდა და გაქცევა სცადა, რა დროსაც გ. ბერიძემ დაიჭირა და ხელების ყელზე მოჭერით გაგუდა.
როგორ დაკვალიფიცირდება გ. ბერიძის ქმედება ? -
კითხვა 3 დან 10 Lawhub.ge
3. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N2საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორი ესტონეთის სახელმწიფოს საგამოძიებო უწყების მომართვის (შუამდგომლობის) საფუძველზე ქ. გორში საპროცესო მოქმედებას ატარებდა, რა დროსაც ხელმძღვანელობდა ესტონეთის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში ანონიმური შეტყობინებით პროკურორის საპროცესო მოქმედება იქნა გასაჩივრებული, ვინაიდან ესტონეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენების საკითხები.
საფუძვლიანია თუ არა ანონიმური შეტყობინება ? -
კითხვა 4 დან 10 Lawhub.ge
4. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N22023 წლის 12 თებერვალს გამართულ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, მსაჯულობის №47-ე კანდიდატმა ადვოკატის კითხვაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში ხომ არ ყოფილა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული, განაცხადა, რომ დაახლოებით 6 თვის წინ რესტორანში იჩხუბა და სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისა და დანის ტარებისათვის. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა კანდიდატის აცილება მოითხოვა, რომლის საფუძვლად მიუთითა, რომ პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას თუ ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული.
სწორია თუ არა ადვოკატის პოზიცია ? -
კითხვა 5 დან 10 Lawhub.ge
5. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N22022 წლის 10 მარტს დ. გეჯაძემ ბანკის წინაშე სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პირობა, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთის მესაკუთრეს ეკრძალებოდა იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ან სხვაგვარი განკარვა, კრედიტორის თანხმობის გარეშე. აღნიშნული სახელშეკრულებო პირობის მიუხედავად, დ. გეჯაძემ, 2023 წლის 30 იანვარს ო. უჩანეიშვილთან საჯარო რეესტრში დადო უძრავი ქონების ნასყოდობის ხელშეკრულება. აღნიშნულს ბანკის იურისტი არ ეთანხმება, აპირებს სარჩელით სასამართლოს მიმართოს, ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის პირვანდელი მესაკუთრისათვის დაბრუნება მოითხოვოს.
სარჩელის შეტანის შემთხვევაში, როგორ უნდა გადაწყვიტოს საკითხი სასამართლომ ? -
კითხვა 6 დან 10 Lawhub.ge
6. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N2ხანდაზმულობით საკუთრების შეძენისას პირი მოიპოვებს საკუთრების უფლებას მოძრავ ნივთზე თუ იგი უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს:
-
კითხვა 7 დან 10 Lawhub.ge
7. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N22023 წლის 3 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა. მოსამართლემ სხდომის მდივანს ჰკითხა, მხარეებს გაეგზავნათ, თუ არა შეტყობინება სხდომის დანიშვნის თარიღის შესახებ, რაზეც სხდომის მდივანმდა უპასუხა, რომ კანონით დადგენილი წესით მხარეებს შეტყობინება გაეგზავნათ. მოსარჩელემ სხდომაზე მოითხოვა, რომ სასამართლოს გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოსამართლემ მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოიტანა. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელში მითითებული იყო ისეთი გარემობები, რომლებიც იურიდიული ანალიზის შედეგად შეუძლებელია რეალობიდან გამომდინარეობდეს, კერძოდ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული განმარტების შემდეგ, მოსამართლემ სხდომა გადადო.
კანონიერია თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება ? -
კითხვა 8 დან 10 Lawhub.ge
8. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N22023 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე, მოსარჩელემ იშუამდგომლა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულიყო რ. აბუსერიძე. მოსამართლემ მანდატურს სთხოვა მოწმის სხდომის დარბაზში შემოყვანა, რომელიც სხდომის დარბაზის გარეთ იცდიდა. რ. აბუსერიძემ ჩვენების მიცემამდე სასამართლოს განუმარტა, რომ მართალია მომხდარ ფაქტს უშუალოდ შეესწრო, კერძოდ როგორ დაზიანდა მისი ძმის ძვირადღირებული ავტომანქანა, მაგრამ თუ სასამართლო მას დაავალდებულებს ჩვენების მიცემას ეს გამოიწვევს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რადგან არაკანონიერი გზებით უკვე სცადეს ამ დავის მოგვარება, რისთვისაც თავისი ძმა და რამდენიმე პირი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მიღებისათვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. სასამართლომ მოწმედ მოწვეული რ. აბუსერიძე ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გაანთავისუფლა.
სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო ? -
კითხვა 9 დან 10 Lawhub.ge
9. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N22023 წლის 11 თებერვალს 17 წლის გ. სამსონაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ორი პირის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლსამჯულების კოდექსის მიხედვით შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ? -
კითხვა 10 დან 10 Lawhub.ge
10. კითხვა
1 ქულაკატეგორია: ადვოკატურის გამოცდა N22023 წლის 11 თებერვალს გ. უჩანეიშვილმა სასამართლოს მიმართა. მან მიუთითა, რომ დამსაქმებელმა, კერძო კომპანიამ დაარღვია შრომის კოდექსის მოთხოვნები, რადგან 10 თვის განმავლობაში ანაზღაურებისგარეშე სტაჟიორად აიყვანა ორი ადამიანი. დამსაქმებელმა კომპანიამ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მას უფლება აქვს სტაჟიორის თანხმობით, დადოს ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ხელშეკრულება არაუმეტეს 1 წლისა.
სწორია თუ არა დამსაქმებლის პოზიცია ?
ტესტის დასრულების შემდეგ იხილავთ ვიდეო განხილვას.
მუშაობს სატესტო რეჟიმში, რაიმე ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ilia@lawhub.ge