ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლოსთვის მომართვა შესაძლებელია განცხადების ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმების მეშვეობით. განაცხადი ან შევსებული ფორმა უნდა წარმოადგინოთ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე. სასამართლოსთვის მომართვამდე ისარგებლეთ იურისტის მომსახურებით ან ეწვიეთ უფასო იურიდიული დახმარების პორტალს.
როგორ მივიღოთ ინფორმაცია საქმის შესახებ?
საქმეზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ-პორტალით და სარჩელის რეგისტრაციისას გადმოცემული მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანის შედეგად, ეწვიოთ თქვენს გვერდს, სადაც მოცემულია ინფორმაცია საქმის განმხილველი მოსამართლის, დანიშნული სხდომისა და საქმის წარმოების შესაბამისი ეტაპების თაობაზე. თუ ვერ სარგებლობთ ონლაინ სერვისით, უნდა დაუკავშირდეთ საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრს: 1545 სხდომის ჩატარების თარიღისა და საქმესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მოსამართლის თანაშემწეს შიდა ნომერზე, რომელიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე ან მოცემულია სასამართლოდან გამოგზავნილ შესაბამის გზავნილში/უწყებაში.
ვიზიტი სასამართლოში?
სასამართლოს საქმიანობით დაინტერესებულ ჯგუფებს (სასწავლო დაწესებულებებს) შეუძლიათ შეავსონ განაცახადი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დაგეგმონ ვიზიტი სასამართლოში. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს და გაეცნობიან საქმეთა რეგისტრაციის პროცედურას. სტუმრებს ასევე, საშუალება ექნებათ მოინახულონ სხდომათა დარბაზები და მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
როგორ დავესწროთ სასამართლო სხდომებს?
სასამართლო განხილვა საჯაროა. სხდომაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც შეუსრულდა 14 წელი და ფლობს საიდენთიფიკაციო დოკუმენტს (დაბადების მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლოა სასამართლოს ან მხარის ინიციატივით, სხდომა დაიხუროს. ასეთ სხდომაზე დასწრების მსურველს, პროცესის გამართვამდე მიეწოდება ინფორმაცია დასწრების შეუძლებლობის შესახებ, მანდატურის ან სხდომის მდივნის მეშვეობით.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.