ჩხრეკა და ამოღება

ჩხრეკა-ამოღება ის საგამოძიებო მოქმედებაა, როცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან თვითნებობის რისკი ყველაზე მაღალია. ეს განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ჩხრეკა-ამოღება ხშირად ტარდება გადაუდებელი აუცილებლობით და ისეთ ვითარებაში, როცა კანონის დარღვევის მტკიცება სამომავლოდ მეორე მხარის მხრიდან ძალიან რთულია. თვითნებობის ძირითადი შემთხვევებია პირადი ჩხრეკისას შესაძლო დანაშაულებრივი საგნის ამოღება რომელიც პრაქტიკულად გასაჩხრეკ პირს არ აქვს. ავტომობილის თუ საცხოვრებელი სახლისას ასევე თვითნებურად ამოღებულ იქნას დანაშაულებრივი ნივთიერი მტკიცებულება (ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი). „დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი“. როგორც ყველა საგამოძიებო მოქმედების ასევე ჩხრეკა-ამოღების მიზანია მტკიცებულების მოპოვება. ჩხრეკა და ამოღება განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა უნდა აღინიშნოს, როგორც წესი ჩხრეკას თან სდევს ამოღება. „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა“. ე.ი. ჩხრეკისას ჩხრეკის განმახორციელებელი პირისთვის უცნობია თუ სად ინახება კონკრეტული მტკიცებულება. მაგალითად, გამომძიებლისთვის ცნობილია, რომ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავს ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა მისთვის უცნობია იარაღის შენახვის კონკრეტული ადგილი (მისაღები ოთახი, საძინებელიოთახი, სხვენი, სარდაფი და ა.შ.). გამომძიებელიიღებს ჩხრეკის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომლის მიზანს სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის მოძებნა და ამოღება წარმოადგენს.

კანონმდებლობა არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას ან სავალდებულო მოთხოვნას, რაც მოახდენდა პრევენციას ჩხრეკისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში არალეგიტიმური ჩარევისაგან. შესაძლებელია ჩხრეკისას მითუმეტეს, როცა კერძო საკუთრებაში შეუზღუდავად შეიძლება ჩხრეკის განხორციელება ყველა ოთახსა თუ სხვა სადგომში მოხდეს თვითნებობა და სასურველი საგნის, მტკიცებულების ამოღება მოხდეს ისე, რომ რეალურად ამოღებული მტკიცებულება არ იყო ამ საცხოვრებელ სახლში. მნიშვნელოვანია ასეთ დროს ჩხრეკას ესწრებოდეს ნეტრალური პიროვნება, რომელიც დაადასტურებს ჩხრეკის ოქმზე, რომ ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას. შეიძლება ასევე საგამოძიებო მოქმედების ვიდეო ფიქსაცია რაც ყველაზე მეტად განამტკიცებდა საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას, თუმცა ამ პროცედურით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოითხოვს არაგონივრულ პიროვნულ და ტექნიკურ რესურსს ეს კიდევ უფრო მეტად რთულია, როცა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის დროს ტარდება. ამოღების დროს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა იცის თუ სად ინახება ამოსაღები მტკიცებულება.

მაგალითად, გამომძიებლისთვის ცნობილია, რომ ყალბი სანოტარო ხელშეკრულების დედანი ინახება კონკრეტულ ნოტარიუსთან. დოკუმენტის ამოსაღებად გამომძიებელმა უნდა ჩაატაროს ამოღება. ამოღებისას პირადი/ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობას ნაკლებია გამომდინარე იქედან, რომ გამომძიებელმა იცი კონკრეტული ადგილი თუ საიდან უნდა მოხდეს მტკიცებულების ამოღება. იმ შემთხვევაში თუ პირი თვითონ წარუდგენს გამომძიებელს ამოსაღებ საგანს ხდება ამოღება და ჩხრეკის წარმოების აუცილებლობა ცხადია აღარ იქნება. პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა და ეს დიდ პრობლემას ქმნის, როცა ჩხრეკა წარმოებს რომელიმე სახლის, ეს ჩხრეკა ტარდება რამდენიმე თანამშრომლის მიერ და ამ ჩხრეკას ესწრება ერთი პიროვნება. ამ შემთხვევაში, როცა საგამოძიებო ორგანოს რამდენიმე თანამშრომელია და სხვადასხვა ოთახებში ჩხრეკას პარალელურად აწარმოებენ მესაკუთრე მოკლებულია შესაძლებლობას აკონტროლოს ჩხრეკის მიმდინარეობა. ამიტომ აუუცილებელი პირობა უნდა იყოს ჩხრეკისას ყველა მომენტში მესაკუთრის დასწრება.

ჩხრეკის/პირადი ჩხრეკის ჩატარების თავისებურებანი

ჩხრეკა-ამოღების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტები არიან გამომძიებელი და პროკურორი. დაცვის მხარის შუამდგომლობის შემთხვევაში ჩხრეკა-ამოღებას ახორციელებს გამომძიებელი, რომელიც არაა კავშირში იმ სისხლის სამართლის საქმესთან რომელზეც ტარდება საგამოძიებო მოქმედება. ჩხრეკა-ამოღების დაწყებამდე გამომძიებელი ვალდებულია დადგენილება ან განჩინება გააცნოს ადგილზე მყოფ პირებს. თუ ეს პროცედურა იქნება დარღვეული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმურობა ეჭვ ქვეშ დადგება. საგამოძიებო მოქმედების განხორციელებამდე გამომზიებელი/პროკურორი ვალდებულია შესთავაზოს პირს ნებაყოფლობით გადასცეს ამოსაღები საგანი. ასევე გამომძიებელმა/პროკურორმა უნდა განუმარტოს იქ მყოფ პიროვნებებს მათი უფლება მოვალეობები საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას. როგორც წესი ჩხრეკა/ამოღებას ესწრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრე/მფლობელი სადაც ტარდება საგამოძიებო მოქმედება, კანონმდებლობა ცალსახად არ არეგულირებს ამოღების/ჩხრეკის ჩატარებაზე მესაკუთრის/მფლობელის დასწრების სავალდებულოობას, მაგრამ ითვალისწინებს ჩხრეკის დაწყებამდე დადგენილების გაცნობის ვალდებულებას პირისათვის ვისთანაც ტარდება ჩხრეკა.

ჩხრეკა/ამოღებას უნდა დაესწროს ბინის/სათავსოს მესაკუთრე/მფლობელი. გამონაკლისია უპატრონო/მიტოვებული ქონება. ჩხრეკის ხანგრძლივობა კანონმდებლობით არაა განსაზღვრული, მაგრამ ჩხრეკა ამოღება უნდა გაგრძელდეს გონივრული ვადით. თუ ამოსაღები საგანი ვერ იქნა ნაპოვნი სხვადასხვა გარემოებების გამო ნებადართულია ჩხრეკა გაგრძელდეს იმდენი ხანი სანამ არ იქნება ნაპოვნი ის საგანი რის ამოსაღებათაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება. მეორეს მხრივ კანონდარღვევად ჩაითვლება თუ გამომძიებელი ჩათვლის, რომ ჩხრეკა დასრულებულია დატოვებს შემთხვევის ადგილს და უკან დაბრუნდება იმ მიზეზით, რომ რომელიმე ოთახი დარჩა გასაჩხრეკი. ამ შემთხვევასი საჭიროა ახალი გაჩინების ან დადგენილების წარდგენა. ჩხრეკა ამოღების დროს ამოსარები საგანი მონაწილე პირებს უნდა წარედგინოს მის ამოღებამდე (შესაძლებლობის შემთხვევაში) ამის შემდეგ მოხდეს ამოღება, წარდგენა, დალუქვა. ლუქის გარდა აუცილებელია აღინიშნოს თარიღი და ხელი მოაწერონ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაცვა სავალდებულოა საგამოძიებო ოქმედების განმახორციელებელი პირისთვის ამ მოთხოვნათა დაუცველობა გამოიწვევს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობას და მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას. თუ ჩატარებული საგამოზიებო მოქმედება უკანონო აღმოჩნდა პირს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ჩხრეკის ჩატარების უფლება კანონის შესაბამისად დაუშვებელია 22:00-დან 06:00- მდე დროის პერიოდში. ივარაუდება, რომ განმარტოების მოლოდინი ღამით მატულობს, რის გამოც პირად ცხოვრების უფლებაში ჩარევის შემცირებისათვის, იკრძალება საათებში ჩხრეკის განხორციელება. 22:00-დან 06:00-მდე დროის პერიოდში ჩხრეკა დაიშვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაცდამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებათა განადგურება ან სსსკ-112-ე მუხლში მითითებული სხვა შედეგები, თუ ხდება მაგ. ბრალდებულის ცხელ კვალზე დადევნება, ან გაქცეული პატიმრის დაკავება. ასევე განჩინების საფუძველზე ჩხრეკის წარმოების შემთხვევაში თუ მოსამართლე განჩინებაში მიუთითებს ჩხრეკის ჩატარების შესაძლებლობაზე ღამის საათებშიც.

ჩხრეკის ნაირსახეობას წარმოადგენს პირის პირადი ჩხრეკა თუმცა პირადი ჩხრეკის ჩატარებას აქვს განსხვავებული წინაპირობები. ხშირია როცა პირად ჩხრეკას წინ უსწრებს დაკავება ან პირიქით პირად ჩხრეკის შედეგად ხდება პირის დაკავება. პირადი ჩხრეკა არაა აუცილებლად კავშირში დაკავებასთან ან ჩხრეკა/ამოღების საგამოძიებო მოქმედებასთან. პირადი ჩხრეკა შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებლად (მაგ: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი). პირადი ჩხრეკა ძირითადად ხდება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და შემდგომ ხდება სასამართლოს მხრიდან საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმება. პირადი ჩხრეკისას ყველაზე რთულია პიროვნებამ დაიცვას საკუთარი უფლებები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან რადგან ამ დროს ის მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას ამ მოქმედებას დაასწროს ობიექტური პირი ან სხვა ხერხით და საშუალებით მოახდინოს პირად სივრცეში უხეში ინტერვენციის ფაქტი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლო კანონიერების შემოწმებისას ძირითადად იზიარებს ოქმში ასახულ ინფორმაციას და პირადი ჩხრეკისას მონაწილე პოლიციელების ჩვენებებს. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოქმის შემდგენი პირები დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ და მხოლოდ იმ პირის ვის მიმართაც ჩატარდა პირადი ჩხრეკა პრეტენზია, რომ დაირღვა მისი უფლებები ან მას არ ქონია თან ის ნივთი რაც პირადი ჩხრეკისას ამოღებულ და დამაგრებულ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე არაა საკმარისი საგამოძიებო მოქმედების არაკანონიერად ცნობისთვის.

ცალსახად პრობლემატურია ასეთ მოცემულობაში დადგინდეს საგამოძიებო მოქმედება არის თუ არა კანონიერი შესაბამისად გამოსავალია, რომ დამატებითი მექანიზმებით დარეგულირდეს ეს საკითხი. სასამართლოს განჩინების ან დადგენილების საფუძველზე პროკურორს, გამომძიებელს, პირადი ჩხრეკით შეუძლიათ ამოიღონ საქმისათვის მნისვნელობის მქონე საგანი, რომელიც არმოჩენილია:

1. პირის ტანსაცმელზე
2. მის ხელთ არსებულ ნივთში
3. სატრანსპორტო საშუალებაში
4. სხეულზე ან სხეულში

როდესაც პირადი ჩხრეკა უკავშირდება ამოღების/ჩხრეკის წარმოებისას დამსწრე პირთა პირად ჩხრეკას, ამოღების/ჩხრეკის კანონიერების ex poste სასამართლოს მიერ შემოწმება სავალდებულოა მაშინაც, თუ ამოღება/ჩხრეკა ხორციელდებოდა სასამართლო განჩინების საფუძველზე. ჩხრეკა/ამოღება და პირადი ჩხრეკაც თავისი მახასიათებლებით და სპეციფიკით მნიშვნელოვნად იჭრება პირის პირადი ცხოვრების სფეროში შესაბამისად აუცილებელია საგამოძიებო მოქმედების მკაფიო კონტროლი.

პირის უფლებები ჩხრეკის წარმოების დროს

საგამოძიებო მოქედებების განხორციელებისას როოგრც მოქმედების განმახორციელებელ პირს ასევე იმ პირს ვის მიმართაც/ვისთანაც ტარდება საგამოძიებო მოქმედება გააჩნიათ უფლება-მოვალეობები. საკანონმდებლო დონეზე პირს ვის მიმართაც/ვისთანაც ტარდება ჩხრეკა აქვს უფლება გაეცნოს საგამოძიებო მოქმედების დადგენილებას/განჩინებას და დაესწროს ამ საგამოძიებო მოქმედებას. თუ ადგილი ექნება კანონის დარვევას შენიშვნა შეიტანოს შესაბამის ოქმში. ასევე პირი უფლებამოსილია დამოუკიდებლად წარადგინოს ამოღებული საგანი თანხმობა განაცხადოს საკუთარ საცხოვრებელში თუ სხვა სადგომში ჩხრეკის განხორციელებაზე. ასევე პირს აქვს უფლება ხელი არ მოაწეროს დადგენილენას და შესაბამის ოქმს. როგორც კანონის ანალიზით დგინდება საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას იმ პირის უფლებები რომლის მიმართაც ან ვისთანაც ტარდება ჩხრეკ – ამოღება არაა იმგვარად დაცული, არ გვაქვს ისეთი მექანიზმი, რომ დაცულ იქნეს პირის უფლებები სათანადოდ. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ პირს აქვს უფლება უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. როგორც წესი ეს დანაწესი მოქმედებს მას შემდეგ, როცა პირის მიმართ დგინდება გამამართლებელი განაჩენი. ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა იშვიათია პრაქტიკაში. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში პირი მოკლებულია შესაძლებლობას, დაამტკიცოს. რომ ჩხრეკაამოღება კანონის დარღვევით განხორციელდა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობს, ის, რომ ჩხრეკა-ამოღების დროს პირის არ აქვს ისეტი უფლებები რაც ამ მოქმედების მიმდინარეობის კანონიერებას გააკონტროლებს

(მაგ ჩხრეკა-ამოღების დაწყევამდე უფლება მოიყვანოს ნეიტრალური დამსწრე, მოახდინოს ვიდეო გადაღება და სხვა).

მეორეს მხრივ ყველა დოკუმენტაციას ადგენს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი და ასეთ დროს ოქმებში ყველაფერი ფიქსირდება იმგვარად, რომ არ არსებობდა არანაირი დარღვევა. ამ დროს პირს არ აქვს შესაძლებლობა იგივე სტანდარტით ამტკიცოს, რომ უკანონოდ ჩატარდა ჩხრეკა-ამოღება. (ხშირად სასამართლო ეყრდნობა და განმარტავს, რომ ოქმი რომელიცაა შედგენილი ორგანოს თანამშრომლის მიერ სანდოა და არ არსებობს მის შინაარსში ეჭვის შეტანის საფუძველი). მაშინ, როცა პირთან მიდის საგამოძიებო ორგანოს რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად ეს უკვე იწვევს პიროვნების ნების დათრგუნვას ამიტომ ასეთ დროს უნდა არსბობდეს საკანონმდებლო გარანტიები, თვითნებობასთან დაკავშირებით.

სამართალდამცავი პირების მხრიდან თვითნებობისგან დაცვის გარანტიები

ჩხრეკა/ამოღებისა და პირის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავი პირების მხრიდან თვითნებობისგან დაცვის გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონმდებლობით, კერძოდ კანონის მოთხოვნები იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ თვითნებობის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით თვითნებობისგან დაცვის ერთ-ერთ მექანიზმათ ისევ და ისევ რჩება სასამართლოს კონტროლის მექანიზმი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ფაქტობრივ საფუძველზე დააწესა მაღალი სტანდარტი, მაგრამ ერთობლივად თვითნებობის რისკების გონივრულად შემცირებისთვის არაა საკმარისი ეს გარემოებები იმ მიზეზით, რომ აუცილებელია კანონში მკაცრად იყოს გაწერილი საგამოძიებო მოქმედების განხორცილების პირობები დაცვის მაღალ სტანდარტთან შესაბამისობაში.

სასამართლო პრაქტიკის თანახმად, როგორც შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების ასევე განჩინებაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით იხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. იმ პირობებში როდესაც სასამართლო კონტროლი არის საგამოძიებო მოქმედების პროცესში პირის თვითნებობისგან დაცვის ფაქტობრივად ერთადერთი მექანიზმი ნეგატიურად უნდა შეფასდეს დიფერენცირების გარეშე მასობრივად ზემოაღნიშნული საკითხის სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა მართალია ყველა შუამდგომლობა არსობრივი თუ ფაქტობრივი ისევე, როგორც სამართლებრივი თავისებურებების გათვალისწინებით არ საჭიროებს ზეპირი მოსმენით განხილვას თუმცა მნიშვნელოვანია მოხდეს ისეთი შემთხვევების მკაცრად გამიჯნვა რომლებიც იძლევა საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში თუნდაც მცირედი ეჭვის შეტანის საფუძველს. სასამართლოსთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რომ განახორციელოს ყველა მსგავსი შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა გამოიწვევდა სასამართლოს არარაციონალურ გადატვირთვას და შინაარსობრივადაც არ იქნებოდა მართებული. თუმცა მეორეს მხრივ ყველა შუამდგომლობის ერთნაირი ინდიკატორით შემოწმება აჩენს მომეტებულ რისკს იმისა, რომ სასამართლომ ზეპირი მოსმენის არარსებობის პირობებში შესაძლებელია არსებითად მცდარი შეფასება მისცეს შუამდგომლობის გადაწყვეტისთვის ფუნდამენტურ საკითხებს და ამ თვალსაზრისით ვერ უზრუნველყოს პირისთვის მინიჭებული დაცვის გარანტიების სრულფასოვანი რეალიზება. ამდენად უმნიშვნელოვანესია რომ სასამართლომ დაწვრილებით შეისწავლოს ცალკეული შემთხვევების ინდივიდუალური მახასიათებლები გამოიკვლიოს ყველა რელევანტური გარემოებები და დაკვირვებით შეაფასოს ხომ არ არის საჭირო შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა და არსებობს თუ არა გონივრული ალბათობა იმისა, რომ ასეთი განხილვის არარსებობა, ვერ უზრუნველყოფს პირის სათანადოდ დაცვას.

მეორეს მხრივ მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული აქვს კონკრეტული ფაქტორები რომელთა შესაბამისადაც უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება თუმცა იმ პირობებში როდესაც გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტორები მითითებულია მხოლოდ, როგორც არსებული პრობლემის გადაჭრის სავარაუდო პერსპექტივა და მათი დეტალიზება არ მომხდარა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციებით აღნიშნული ვერ უპასუხებს სათანადოდ იმ გამოწვევებს, რომლებიც იკვეთება საგამოძიებო მოქმედების დროს თვითნებობის კონტექსტში. შესაბამისად აუცილებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ გადაწყვეტილებაში გატარებული პათოსი და მსჯელობა სათანადო დეტალიზებული რეგულაციების სახით რეგლამენტირდეს კანონმდებლობაში. სასამართლო კონტროლის მექანიზმის გარდა კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს თვითნებობისგან დაცვის ისეტი პრაქტიკული მექანიზმები რომლებიც სასამართლო კონტროლისგან განყენებულადაც უზრუნველყოფს პირის უფლებების სათანადოდ დაცვას. აღნიშნულ კონტექსტში გაზიარებულ უნდა იქნეს ევროპული სასამართლოს მიდგომა რომლის თანახმადაც საგამოძიებო მოქმედება და მისი შედეგები შეძლებისდაგვარად გამყარებული უნდა იყოს ობიექტური მტკიცებულებებით. ჩვენს რეალობაში თვითნებობისგან დაცვის მსგავს ობიექტურ ბერკეტს შეიძლება წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედების ვიდეო ფიქსაცია. გარდა აღნიშნულისა საგამოძიებო მოქმედების გამყარება ობიექტური მონაცემებით შესაძლებელია აღნიშნულ მოქმედებაზე მესამე პირის დასწრების შედეგადაც.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *