...
Lawhub

შოტლანდიური მართლმსაჯულება

შოტლანდიის მართლმსაჯულების სისტემა რამდენიმე უცნაურობით არის გამორჩეული. ერთ-ერთი უცნაურობა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული ქვეყნის სასამართლოს სხვა მრავალი ქვეყნის სასამართლოს მსგავსად ორი შესაძლო ვერდიქტი კი არ გამოაქვს განსასჯელისათვის, არამედ სამი შესაძლო ვერდიქტი – „დამნაშავეა”, „უდანაშაულოა” და „ბრალი დაუმტკიცებელია”. ეს უკანასკნელი ვერდიქტი გამამართლებელი განაჩენის ტოლფასია და მაშინ გამოაქვთ, როცა ყველასათვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, თუმცა მყარი მტკიცებულებების არ ქონის გამო, ვერ უზღუდავენ თავისუფლებას. ასეთი სისტემა შოტლანდიურ მართლმსაჯულებაში XVIII საუკუნეში იქნა დანერგილი და მიუხედავად რიგი წინააღმდეგობებისა, მაინც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პერიოდში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading