...
Lawhub

სასამართლოს მეგობარი

სისხლის სამართლის პროცესში არის დაინტერესებული პირი, რომელიც არ წარმოადგენს → მხარეს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მაგრამ უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. მაგალითად, სასამართლოს თავის მოსაზრება შეუძლია წარუდგინოს კერძო პირმა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სტუდენტებმა, ადვოკატებმა, პარლამენტარებმა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და ა.შ. ანუ, კვალიფიციურმა პირებმა, რომელთა მოსაზრებებმაც შეიძლება სასამართლოს დახმარება გაუწიოს. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. შესაძლებელია, „სასამართლოს მეგობრის“ რამდენიმე არგუმენტაცია არსებობდეს, მაგრამ, რომელია უფრო მყარი და არგუმენტირებული და რომელს მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას, ეს სასამართლოს პრეროგატივაა. სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/ და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading