“ექიმების სასამართლო პროცესი ნიურნბერგში” – მიმდინარეობდა 1946 წლის 9 დეკემბრიდან – 1947 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნული სასამართლო პროცესი გახლდათ პირველი იმ თორმეტ სასამართლო პროცეს შორის, რომლებიც შემდგომ ნიურნბერგში წარიმართა “გერმანელ ფაშისტთა” მიმართ. ოფიციალური სახელწოდება აღნიშნული პროცესისა გახლდათ “ამერიკის შეერთებული შტატები კარლ ბრანდტის წინააღმდეგ” და იგი მიმდინარეობდა ნიურნბერგის სასამართლოს აღმოსავლეთ ფლიგელში. სამედიცინო დანაშაული წარდგენილი ჰქონდა 20 ექიმს, რომლებიც “საკონცენტრაციო ბანაკებში” მუშაობდნენ, ფაშიზმის ზეობის პერიოდებში. გარდა ამისა, მათთან ერთად ბრალი ედებოდა ერთ იურისტს და ორ სახელმწიფო მოხელესაც. მათი ბრალდების უმთავრესი მოტივი გახლდათ, ის საშინელი სამედიცინო ექსპერიმენტები, ისედაც გაუბედურებულ ხალხზე, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავდათ გამომწყვდეული. მათ შორის ბავშვებზე, ქალებზე და მოხუცებზე. მათ ასევე ბრალი ედებოდათ მკვლელობებში, გერმანელი ანთროპოლოგისა და ანატომის ს.ს-ის შტუმბარფიურერის – ავგუსტ ჰირტის ანატომიური კოლექციისათვის.
ჰირტი წარმოადგენდა იმ “მედიკოსს”, რომელმაც პრაქტიკაში დანერგა “ევთანაზიის პროგრამა”. იმ 23 ბრალდებულიდან, რომლებიც წარდგენილ იქნენ ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე 7-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, 5-ს სამუდამო პატიმრობა, 4-ს 10-დან 20 წლამდე პატიმრობა, ხოლო 7 მათგანი გამართლებულ იქნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიუხედავად უამრავი არაადამიანური სამედიცინო ექსპერიმენტებისა, არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა და დანაშაულს არ აღიარებდა. მათ უმთავრეს ბრალმდებლად, ამერიკელი ბრიგადის გენერალი ტეფორდ ტელგოთი მიიჩნეოდა. სასამართლო პროცესისას განხილულ და შესწავლილ იქნა 1471 დოკუმენტი.
სასამართლოზე დამტკიცებულმა ექიმების მიერ ჩადენილმა დანაშაულებებმა მსოფლიო საზოგადოება შოკში ჩააგდო, რადგან მანამდე წარმოუდგენელი იყო “ჰიპოკრატეს ფიცის” ერთგულ მედიკოსთაგან ის “ბარბაროსული” ქმედებები, რომლებიც მათ ადამიანების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს. ფაშისტი ექიმების მიერ ჩატარებულ უსაშინლეს სამედიცინო ექსპერიმენტებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძირითადი ექსპერიმენტები ტარდებოდა ბუხენვალდისა და ნაცვეილერ-შტრუტგოფის საკონცენტრაციო ბანაკებში. ისინი ვაქცინების მეშვეობით, ტიფის ინფექციით აავადებდნენ პატიმრებს, რომელთაგან უმრავლესობა გარდაიცვალა. ამ მეთოდებით პატიმართა წამებაში ბრალი დაედო ორ ექიმს – გერჰარდ როზესა და იოაჰიმ მრუგოვსკის. გარდა ამისა მათ ბრალი დაედოთ კონცლაგერის პატიმრებში “ყვითელი ციებ-ცხელების” ინფექციის გავრცელებაშიც,რომლებზეც ისინი შემდგომ “დაკვირვებას” აწარმოებდნენ. სხვა წარდგენილი ექიმების მიერ ჩადენილ იქნა კიდევ უფრო გაუგონარი დანაშაულებები, კერძოდ ისინი ცდებს ატარებდნენ ადამიანებზე ძვლებისა და ფლეგმონების ტრანსპლანტაციის კუთხით. ასეთი ცდები ძირითადად რავენსბრუკის საკონცენტრაციო ბანაკში ტარდებოდა. ამ დანაშაულში ბრალი წარედგინათ – გერტა ობერჰოიზერსა და ფრიც ფიშერს. სხვა ექიმები, რომლებიც წარდგენილი იყვნენ სასამართლოზე, ასევე უსაშინლეს მეთოდებს მიმართავდნენ ადამიანების მიმართ. კერძოდ ცდებს ატარებდნენ იპრიტისა და ფოსგენის ქიმიური იარაღის მეშვეობით. ასეთი მეთოდი გამოიყენებოდა ნატცვაილერ-შტრუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში. ამ მეთოდით განადგურებული 86 ადამიანის ცხედარი გადაეგზავნა სტრასბურგში ავგუსტ ჰირტს, რომელიც აგროვებდა “ექსპოზიციას” ადამიანის თავის ქალებისაგან. ”ფაშისტი ექიმები” ადამიანების მიმართ იყენებდნენ – რენტგენულ სხივებს, ქირურგიულ და სხვადასხვა უამრავი დანიშნულების პრეპარატს და თუ კი რომელიმე ადამიანი არ გარდაიცვლებოდა, მათი უმრავლეოსბა ფსიქიკურად და ფიზიკურად დაავადებული მაინც ხდებოდნენ. საბოლოო ჯამში ბრალდებულმა ექიმებმა 100 000-ს ადამიანზე მეტი შეიწირეს. მეთოდს ამ “ვაი-ექიმების” მიერ ჩადენილს სათავე 1920-იან წლებში ჩაეყარა სათავე და მას “რასობრივ ჰიგიენად” მოიხსენიებდნენ. აღნიშნული ფაქტები მსოფლიო სამედიცინო მეცნიერების “შავ ლაქად” მიიჩნევა დღემდე და აოგნებს კაცობრიობას, თუ რაოდენ დაუნდობელია ადამიანთა ერთი კატეგორია სხვა ადამიანთა მიმართ, თუნდაც იგი “ექიმი” იყოს.
ვებგვერდის ადმინისტრატორი.