ადამიანი მისი ფიზიკური აღნაგობის მიხედვით არ ფასდება. მისი ცხოვრება შედგება როგორც ბიოლოგიური პროცესებისაგან, ასევე საზოგადოებრივი ურთიერთობებისაგან, რომლებიც მის ცხოვრება-მოღვაწეობას უზრუნველყოფენ და მის სიცოცხლეს იცავენ. მიუხედავად ამ დათქმისა, არსებობს ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც სიცოცხლეს ფასი ეკარგება და საზრუნავი ხდება სიცოცხლისგან თავის დაღწევა. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირი განიცდის ძლიერ, დაუმთავრებელ ფიზიკურ ტკივილს, სადაც ქვეცნობიერში წარმოიშობა ევთანაზიის მომენტები. „ევთანაზიის ცნება ანუ კარგი სიკვდილი, ჯერ კიდევ ანტიკური ხანის რომაელებსა და ბერძნებს ჰქონდათ გააზრებული, რაც უმეტესწილად არასასურველი სიცოცხლის თვალსაზრისს უკავშირდებოდა. ანტიკური საზოგადოება სიცოცხლეს უმაღლეს ღირებულებად არ განიხილავდა“. წინამდებარე ნაშრომში შევეცდები არსებული წყაროებისა და საკანონმდებლო მოცულობის პარალელურად გადმოვცე ჩემეული მოსაზრება ამ ფენომენთან დაკავშირებით. თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც საკითხი პრობლემურია თავისი ეთიკურ სამართლებრივი თვალსაზრისით და წინა პლანზე იწევს მისგან გამომდინარე პრობლემები. პერიოდულად კი აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩნდება დიდი აზრთა სხვადასხვაობა საკითხის სირთულიდან გამომდინარე, რაც თავისთავად საინტერესოა პრაქტიკოსი იურისტისა თუ აკადემიური წრის წარმომადგენლისათვის.
კვლევის მიზანია ევთანაზიის, როგორც სამართლებრივი და ეთიკური პრობლემის გაშლა გაანალიზება, ასევე მკითხველისათვის საკვლევ საკითხთან დაკავშირებით მეტნაკლებად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, რაც აუცილებლად დაკავშირებული იქნება სიახლესთან, რომელიც ორიენტირებული იქნება გონივრულ გამოსავალზე.
ფაილის გახსნა
ავტორი: შალვა ქლიბაძე
გამარჯობა, მე ვარ lawhub.ge – ის ერთგული მომხმარებელი. ჩემი მიზანია, შემოგთავაზოთ სამართლის სფეროში არსებული სხვადასხვა საინტერესო სიახლეები.
შენც თუ ხარ დაინტერესებული და გინდა შენი სიახლის ვებგვერდზე განთავსება, დაუკავშირდი საიტის ადმინისტრაციას.
სტატიაში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, პასუხისმგებელია სტატიის ავტორი.