...
Lawhub

განმეორებით მსჯავრდების აკრძალვა – NE BIS IN IDEM

პირს განმეორებით დასჯისგან ან გასამართლებისგან იცავს Ne bis in idem (non bis in idem -კონტინენტური სამართლის ქვეყნებში , double jeopardy – საერთო სამართლის ქვეყნებში – საფუძვლად უდევს ლათინური მაქსიმა-neto debet bis vexaripro eadem causa) კონსტიტუციური პრინციპი . განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის უფლება აბსოლუტური ხასიათის მატარებელია და დაუშვებელია მისი შეზღუდვა.

აღნიშნული პრინციპი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 (7), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებით ოქმში მე-4 მუხლით, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სტატუტის მე-20 მუხლით, ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 50-ე მუხლში, აშშ კონსტიტუციის მე-5 შესწორებით, შენგენის შეთანხმების 54-ე მუხლში და იგი ამ დოკუმენტებში ერთნაირი შინაარსით არ არის ფრომულირებული.

განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა საპროცესო სისხლის სამართლებრივი სახელმძღვანელო პრინციპია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებით ოქმის მე-4 მუხლის თანახმად დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ის უკვე ერთხელ, საბოლოოდ იყო გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონისა და სისხლისამართლებრივი პროცედურის შესაბამისად.

Ne bis in idem ასახულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლში, რომლის მიხედვითაც აკრძალლულია პირის განმეორებით დაკავება ერთსა და იმავე მტკიცებულებებისა თუ ინფორმაციის საფუძველზე, არ შეიძლება პირის ბრალდება ან მსჯავრდება იმ დანაშაულისთვის რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებული და მსჯავრდებული იყო.
განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი პირს აძლევს სამ გარანტიას, რომ არავინ არ უნდა იყოს განმეორებით
1. სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში მიცებული და წაეყენოს ბრალი;
2. გასამართლებული;
3. მსჯავრდებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading