ბელგიური სასამართლო

დასავლეთ ევროპაში განთავსებულ ბელგიის სამეფოში, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციულ ხელისუფლებას არ ექვემდებარება – სასამართლოა. შედეგად, ბელგიური სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით, სამეფოში მოქმედი შესაბამისი კოდექსითა და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი სინდისით ხელმძღვანელობს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ცნობილია ისიც, რომ ბენილუქსურ ქვეყანაში მოსამართლეები ისტორიის ადრეული ეპოქებიდანვე უვადოდ ინიშნებოდნენ. და ისტორიის ადრეული ეტაპებიდანვე ახალი მოსამართლე ძველი მოსამართლის ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში იკავებს, თუ წინამორბედი გარდაიცვალა, ან კიდევ, მძიმედ დასნეულდა. მოსამართლის ფრიად საპასუხისმგებლო და ხელშეუხებელი თანამდებობა ბელგიაში ძალიან დაფასებული სამსახურია. მოსამართლეს, რომელსაც საგანგებო დეკრეტით ამტკიცებს მეფე, მოსახლეობის ყველა ფენა უცხადებს ნდობას. შესაბამისად, მანტიამოსხმული იდეალური მოსამართლე განყენებული კანონია. იგი თავის თავს არ ეკუთვნის და მოქალაქეობრივი წესიერებისა და ზომიერების ცოცხალ განსახიერებად არის მიჩნეული.

ბელგიურ სასამართლოს ოდითგანვე აქვს მინიჭებული უფლება, თუნდაც უბრალო მოწმედ, ანდა მოპასუხედ სასამართლოში დაიბაროს მინისტრთა კაბინეტის თავჯდომარე, მთავრობის ყველა წევრი, თანამდებობის პირები და თვით მეფეც კი თავისი ოჯახის წევრებითურთ. ამიტომაცაა მოსამართლის თანამდებობა ყველაზე მაღალი და ხელშეუხებელი თანამდებობა ბელგიის უმშვენიერეს სამეფოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *