ტესტის შეჯამება
0 of 40 questions completed
კითხვები:
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
Information
საცდელი ვერსია
You have already completed the quiz before. Hence you can not start it again.
Quiz is loading...
You must sign in or sign up to start the quiz.
You have to finish following quiz, to start this quiz:
შედეგები
0 დან 40 სწორად გაცემული კითხვები
თქვენი დრო:
Time has elapsed
თქვენ მიაღწიეთ 0 დან 0 ქულას, (0)
Საშუალო ქულა |
|
შენი შედეგი |
|
© ილია ბოჭორიშვილი / კატეგორიები
- არა კატეგორიზებული 0%
- საცდელი ტესტი N1 0%
- სისხლის სამართალი 0%
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
- უპასუხა
- გადახედეთ
-
კითხვა 1 დან 40 Lawhub.ge
1. კითხვა
1 ქულა2023 წლის 1 იანვარს, პროკურორმა სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით მიმართა და ფარული ვიდეოჩაწერის განსახორციელებლად ნებართვა ითხოვა. პროკურორმა შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ ე. ბაიდოშვილს ჩადენილი აქვს განზრახ მკვლელობის მომზადება. ამასთან, მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია. სასამართლომ 2023 წლის 3 იანვარს განჩინება მიიღო, რითაც პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
შეაფასეთ მოსამართლისა და პროკურორის მოქმედება. -
კითხვა 2 დან 40 Lawhub.ge
2. კითხვა
1 ქულა2023 წლის 6 იანვარს, ბრალდებული დ. აზარიანის პირველი წარდგენის სხდომაზე ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პირადი თავდებობა გამოყენებულიყო. მოსამართლემ პროკურორსა და ადვოკატს მიმართა, რომ სანამ მიიღებდა გადაწყვეტილებას მიეღწიათ საერთო აზრისათვის, თუ რამდენი პირი სურდათ, რომ ყოფილიყო თავდები. პროკურორი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა ადვოკატმა სხდომის დარბაზში სამი დამსწრე შეარჩია. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და დ. აზარიანს შეუფარდა პირადი თავდებობდა, ისე, რომ მხოლოდ 2-ს განუმარტა თავდების უფლებები და მოვალეობები.
სწორია თუ არა მოსამართლის მოქმედებები ? -
კითხვა 3 დან 40 Lawhub.ge
3. კითხვა
1 ქულაზემდგომ პროკურორსა და რ. გაბიძაშვილს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 2022 წლის 27 აპრილს პროკურორმა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. მოსამართლემ 2022 წლის 10 მაისს ღია სასამართლო სხდომაზე მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა.
კანონიერია თუ არა მოსამართლის მოქმედება ? -
კითხვა 4 დან 40 Lawhub.ge
4. კითხვა
1 ქულა2023 წლის 3 იანვარს გამართულ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, მსაჯულობის №47-ე კანდიდატმა ადვოკატის კითხვაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში ხომ არ ყოფილა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული, განაცხადა, რომ დაახლოებით 6 თვის წინ რესტორანში იჩხუბა და სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისა და დანის ტარებისათვის. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა კანდიდატის აცილება მოითხოვა, რომლის საფუძვლად მიუთითა, რომ პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას თუ ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული.
სწორია თუ არა ადვოკატის პოზიცია ? -
კითხვა 5 დან 40 Lawhub.ge
5. კითხვა
1 ქულა2023 წლის 3 იანვარს, გვიან ღამით, ახალი წლის აღსანიშნავს წვეულებაზე ე. გოგორელიანმა ს. გაბრიჩიძეს სახლში წაყვანა და ალკოჰოლის დალევა შესთავაზა, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. ძლიერი სიმთვრალის გამო ს. გაბრიჩიძეს მისაღებ ოთახში დაეძინა. ე. გოგორელიანმა ამ მდგომარეობით ისარგებლა და ძალადობის გარეშე მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
როგორ შეფასდება ე. გოგორელიანის ქმედება ? -
კითხვა 6 დან 40 Lawhub.ge
6. კითხვა
1 ქულამ. დობორჯგინიძემ შეიტყო, რომ 2022 წლის 31 დეკემბერს პოლიციამ ქურდობის ჩადენის ფაქტზე გ. რამიშვილი დააკავა. იგი დაკავებულის ოჯახის წევრებს ადვოკატად გაეცნო და 8000 ლარის სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლებას დაჰპირდა. გ. რამიშვილის მეუღლემ მას თანხა გადასცა. სინამდვილეში მ. დობორჯგინიძე ადვოკატი არ იყო და არც არასდროს ყოფილა, თანხა აიღო და საზღვარგარეთ გაემგზავრა.
როგორ დაკვალიფიცირდება მ. დობორჯგინიძის ქმედება ? -
კითხვა 7 დან 40 Lawhub.ge
7. კითხვა
1 ქულარ. კოხრეიძეს დ. მიქაბერიძესთან მრავალწლიანი უთანხმოება ჰქონდა, რადგან 2006 წელს დ. მიქაბერიძემ მოტყუებით, ცოლად შერთვის დაპირებით, ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი დაამყარა რ. კოხრეიძის 17 წლის დისშვილთან. 2023 წლის 4 იანვარს, რ. კოხრეიძემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ დ. მიქაბერიძემ წინა ღამეს მეზობელი – ნ. გოროზია გააუპატიურა. იმავე დღეს გამოძიება დაიწყო და პოლიციამ დ. მიქაბერიძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლო 6 თვეა, ნ. გოროზიას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი აქვს და იტალიაში იმყოფება.
როგორ შეფასდება კოხრეიძის მიერ 112-ში განხორციელებული შეტყობინება ? -
კითხვა 8 დან 40 Lawhub.ge
8. კითხვა
1 ქულა2023 წლის 3 იანვარს, დ. გოგოლაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე. ფრუიძეს სცემა, რის შემდეგაც იმალებოდა ბავშვობის მეგობრის, უ. წიწილაშვილის აგარაკზე. გამომძიებელმა სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა, რომლის დასკვნის თანახმად, ე. ფრუიძისათვის მიყენებული დაზიანება განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დაზიანებათა ხარისხს. პროკურორმა დ. გოგოლაძე ბრალი დასდო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენისათვის, რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ხოლო უ. წიწილაშვილს ბრალი წარუდგინა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.
სწორია თუ არა პროკურორის მოქმედება უ. წიწილაშვილის ბრალის ნაწილში ? -
კითხვა 9 დან 40 Lawhub.ge
9. კითხვა
1 ქულა„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანა: -
კითხვა 10 დან 40 Lawhub.ge
10. კითხვა
1 ქულასაქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი ? -
კითხვა 11 დან 40 Lawhub.ge
11. კითხვა
1 ქულაპროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა. განაჩენის თანახმად, მ. ღონღაძე სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი (თავისუფლების აღკვეთა). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ საჩივარი ერთპიროვნულად განიხილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. პროკურორმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ არსებითად დაარღვია კანონი, რადგან მას უფლება არ ჰქონდა გასაჩივრებული განაჩენი ერთპიროვნულად განეხილა. უზენაესმა სასამართლომ „საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ“ განჩინება მიიღო და საქმე განსახილველად არ დაუშვა.
სწორია თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ? -
კითხვა 12 დან 40 Lawhub.ge
12. კითხვა
1 ქულა2023 წლის 1 იანვარს პროკურორმა ცემის ფაქტზე ბრალდებული მ. დადეშქელიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდა. განრიდების პირობად პროკურორმა ბრალდებულს შეასრულებინა 800 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1000 ლარი გადაახდევინა და დაზარალებულისათვის მკურნალობის ხარჯები აანაზღაურებინა.
კანონიერია თუ არა პროკურორის მოქმედება ? -
კითხვა 13 დან 40 Lawhub.ge
13. კითხვა
1 ქულაადვოკატმა 2022 წლის 10 მარტის განაჩენი საქართველოს უზეანეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებები გულმოდგინებით არ შეისწავლა და მრავალი კითხვა პასუხგასაცემი იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 2022 წლის 10 აპრილს საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.
კანონიერია თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ? -
კითხვა 14 დან 40 Lawhub.ge
14. კითხვა
1 ქულა2023 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულ გ. მუშკუდიანი განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის სცნო დამნაშავედ. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო გამოძიების სტადიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოქვეყნდა. დგინდება, რომ ორმა მოწმემ წინასასამართლო სხდომამდე დიდი ხნით ადრე დატოვა საქართველოს ტერიტორია, ხოლო ერთი მოწმის მიმართ გამოყენებული იქნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, კერძოდ რელოკაცია.
კანონიერია თუ არა სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ? -
კითხვა 15 დან 40 Lawhub.ge
15. კითხვა
1 ქულამ. ბუცხრიკიძეს ესაჭიროებოდა 8000 აშშ დოლარი. ამ თანხის მოსაპოვებლად იგი სიმამრთან სახლში მივიდა და ზუსტად ზემოაღნიშნული ოდენობის თანხა მოსთხოვა წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკუთარ ცოლის მიტოვებით დაემუქრა. სიმამრს შეეცოდა ახალდაოჯახებული თავისი შვილი და სიძეს თანხა გადასცა.
როგორ შეფასდება სისხლისსამართლებრივად მ. ბუცხრიკიძის ქმედება ? -
კითხვა 16 დან 40 Lawhub.ge
16. კითხვა
1 ქულა2023 წლის 5 იანვარს მ. ცირეკიძემ ქორწინების მიზნით თ. აბრამიშვილი გაიტაცა და მეგობრის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა. ორი დღის განმავლობაში თ. აბრამიშვილი უარს აცხადებდა მ. ცირეკიძესთან ქორწინებაზე. 8 იანვარს მან თანხმობა განაცხადა ქორწინებაზე, თუმცა სახლის გარეთ გასვლისა და ტელეფონით სარგებლობის უფლება კვლავ არ ჰქონდა. 10 იანვარს თ. აბრამიშვილმა ისარგებლა მ. ცირეკიძისა და სახლის მეპატრონის სიმთვრალით და ოჯახის წევრების ტელეფონით მომხდარის შესახებ აცნობა. ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს. 2023 წლის 11 იანვარს მ. ცირეკიძე დააკავეს, ხოლო თ. აბრამიშვილი საკუთარ ოჯახში დააბრუნეს.
რომელ იანვარს არის დანაშაული ჩადენილი ? -
კითხვა 17 დან 40 Lawhub.ge
17. კითხვა
1 ქულავ. პეტროვი დასაქმებული იყო აბანოში დარაჯის პოზიციაზე. 2023 წლის 16 იანვარს აბანოს თანამშრომლებმა იგი შეიპყრეს იმ მომენტში, როდესაც ქალებს შხაპის მიღებისას უთვალთვალებდა და მობილური ტელეფონით სურათებს უღებდა. გამოძიებისას ვ. პეტროვის მობილური ტელეფონის დათვალიერდა. გაირკვა, რომ მას სხვა დროსაც ჰქონდა აბანოში ვიზიტორი ქალებისათვის შიშველი ფოტოები გადაღებული.
როგორ დაკვალიფიცირდება ვ. პეტროვის ქმედება ? -
კითხვა 18 დან 40 Lawhub.ge
18. კითხვა
1 ქულასისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით,ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი ? -
კითხვა 19 დან 40 Lawhub.ge
19. კითხვა
1 ქულასაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით,ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი ? -
კითხვა 20 დან 40 Lawhub.ge
20. კითხვა
1 ქულაპატიმრობის კოდექსის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი ? -
კითხვა 21 დან 40 Lawhub.ge
21. კითხვა
1 ქულაგ. მარღიშვილი დასაქმებული იყო ერთ-ერთი შპს-ს მძღოლის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა მხოლოდ მომხმარებლამდე სხვადასხვა შეკვეთის მიტანა. 2023 წლის 12 თებერვალს მან ერთ-ერთი შეკვეთა ადრესატს ვერ გადასცა, რადგან ეს უკანასკნელი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. ნივთი კი, რომელიც მას უკან საწყობში უნდა დაებრუნებინა სახლში წაიღო და მეორე დღეს ლომბარდში ჩააბარა, რის სანაცვლოდაც 100 ლარი აიღო.
როგორ დაკვალიფიცირდება გ. მარღიშვილის ქმედება ? -
კითხვა 22 დან 40 Lawhub.ge
22. კითხვა
1 ქულამ. შკუბულიანი შეყვარებულისაგან დაორსულდა, რომელმაც მიატოვა. იგი ოჯახისაგან ფარულად, სამსახურის ადგილმდებარეობის შეცვლით მიზეზით, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. ორსულობის მე-9 თვეს მან მეგობარს – ნ. როინიშვილს ბავშვის მოშორებაში დახმარება სთხოვა, რადგან უკანონოდ შეძენილ შვილს მისი ოჯახი არ მიიღებდა. ისინი წინასწარ მოემზადნენ, რისთვისაც შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და ასევე შეარჩიეს ადგილი, სადაც ახალშობილს დაკრძალავდნენ. 2023 წლის 12 თებერვალს მ. შკუბულიანს მშობიარობა დაეწყო. მას ნ. როინიშვილი დაეხმარა, კერძოდ მათ ბავშვი დაბადებისთანავე გაგუდეს და პოლიეთილენის პარკში მოათავსეს. იმის გამო, რომ მ. შკუბულიანი სუსტად იყო ნ. როინიშვილმა შეთანხმებისამებრ ახალშობილის გვამი წინასწარ შერჩეულ ადგილზე დაკრძალა.
დააკვალიფიცირეთ მ. შკუბულიანისა და ნ. როინიშვილის ქმედებები. -
კითხვა 23 დან 40 Lawhub.ge
23. კითხვა
1 ქულა2023 წლის 27 იანვარს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა. გამომძიებელმა დაზარალებული საგამოძიებო ორგანოში დაიბარა და მოსთხოვა ამოცნობაში მონაწილეობის მიღება. დაზარალებული კატეგორიული წინააღმდეგი იყო აღნიშნული მოქმედების მონაწილე გამხდარიყო, რადგან მძიმე ფსიქიკური ტრამვა ჰქონდა და სავარაუდო დამნაშავის ნახვა კიდევ ერთხელ აღარ სურდა. გამომძიებელმა დაზარალებულის განუმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა და უარის თქმის შემთხვევაში გამოძიებას გაუჭირდებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. აღნიშნული განმარტების შემდეგ გამომძიებელმა დაზარალებულს ხუთი ამოსაცნობი პირი წარუდგინა, რომელთაგან დაზარალებულმა ვერცერთის ამოცნობა შეძლო.
კანონიერია თუ არა გამომძიებლის მოქმედება ? -
კითხვა 24 დან 40 Lawhub.ge
24. კითხვა
1 ქულასისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი ?
-
კითხვა 25 დან 40 Lawhub.ge
25. კითხვა
1 ქულაერთმანეთის არაბიოლოგიურმა და-ძმამ, ი. კიკოლაშვილმა და დ. ჭიკაძემ დაქორწინება გადაწყვიტეს. 2023 წლის 20 თებერვალს ისინი სსიპ „იუსტიციის სახლში“ მივიდნენ და შესაბამისი განცხადება შეიტანეს. სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ განმცხადებლებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარი უთხრა, რომლის საფუძვლად მიუთითა, რომ კანონით აკრძალული იყო მათი დაქორწინება.
კანონიერია თუ არა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ გადაწყვეტილება ? -
კითხვა 26 დან 40 Lawhub.ge
26. კითხვა
1 ქულაი. ნაკაშიძე და გ. მიქაძე 2007 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. 2011 წელს ი. ნაკაშიძემ მემკვიდრეობით მამისგან მიიღო 120.000 აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა. 2023 წლის 16 თებერვალს მეუღლეები განქორწინდნენ. გ. მიქაძე ითხოვს ი. ნაკაშიძის ქონებიდან ნახევარს, კერძოდ 60.000 აშშ დოლარს, იმ არგუმენტით, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას. ამასთან, მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა, რასაც შესაძლოა სხვაგვარად გადაეწვიტა საკითხი განქორწინების შემთხვევაში. გ. მიქაძემ დავის განსახილველად სასამართლოს მიმართა.
როგორ გადაწყდება აღნიშნული დავა სასამართლოს მიერ ? -
კითხვა 27 დან 40 Lawhub.ge
27. კითხვა
1 ქულა2023 წლის 28 იანვარს სასამართლოს მედიაციის პროცესში დავა დასრულდა მხარეთა შეთანხმებით. მოსარჩელე – ს. ურთმელაშვილს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი ჰქონდა 2000 ლარი, საიდანაც დაუბრუნდა 1200 ლარი.
სწორად მოხდა თუ არა გადახდილი ბაჟის დაბრუნება ? -
კითხვა 28 დან 40 Lawhub.ge
28. კითხვა
1 ქულა2023 წლის 28 იანვარს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ქონებრივ-სამართლებრივი დავა, განიხილა ერთპიროვნულად, რომლის ღირებულებდა შეადგენდა 25 000 ლარს. მოპასუხემ უკმაყოფილება გამოთქვა მოსამართლის მიმართ და განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა აღნიშნული დავა ერთპიროვნულად განეხილა.
საფუძვლიანია თუ არა ადვოკატის პოზიცია ? -
კითხვა 29 დან 40 Lawhub.ge
29. კითხვა
1 ქულაქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის შესრულების მიმდინარეობისას განსახილველად ფუძნდება ქალთა მიმართ: -
კითხვა 30 დან 40 Lawhub.ge
30. კითხვა
1 ქულაკერძო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება:
-
კითხვა 31 დან 40 Lawhub.ge
31. კითხვა
1 ქულა2023 წლის 04 თებერვალს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ს. შაქარაშვილმა მეუღლეს ჩხუბი და გინება დაუწყო. ხმაურზე გამოვიდა კარის მეზობელი – უ. გიუნაშვილი, რომელმაც მოძალადეს დამშვიდებისაკენ მოუწოდა. ამ დროს ძალადობის მსხვერპლი აივანზე გავიდა იმ იმედით, რომ მოძალადე ქმარი დაწყნარდებოდა და დაიძინებდა. ს. შაქარაშვილმა აიღო სამზარეულო დანა, აივანზე გავიდა და მეუღლეს გულმკერდის არეში მოუქნია, რა დროსაც მსხვერპლმა ხელი აიფარა. დარტყმის შედეგად მსხვერპლს ხელი გაეჭრა. გ, გიუნაშვილი შეეცადა დანის წართმევას, მაგრამ უშედეგოდ. ს. შაქარაშვილმა კვლავ მოუქნია მეუღლეს დანა, რა დროსაც გ. გიუნაშვილმა მსხვერპლს ხელი ჰკრა და მეორე სართულის აივნიდან გადააგდო. დაცემის შედეგად მსხვერპლს ჯანმრთელობის მძიმედ დაუზიანდა, კერძოდ ორივე ფეხი მოიტეხა.
შეერაცხება თუ არა ობიექტურად უ. გიუნაშვილს ძალადობის მსხვერპლისათვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ? -
კითხვა 32 დან 40 Lawhub.ge
32. კითხვა
1 ქულა2023 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 22:00 საათზე, გ. ბერიძე მივიდა ყოფილი მეუღლის – ნ. გოროზიას საცხოვრებელ სახლში და დაუწყო შერიგებაზე საუბარი. ამ დროს ნ. გოროზია ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა გვერდით ოთახაში. გ. ბერძეს ყოფილი მეუღლის ტელეფონზე საუბრისას შემოესმა სიტყვები, „დღეს საღამოს არ მცალია, შეიძლება ხვალ, ვნახოთ…“. გ, ბერიძემ ჩათვალა, რომ ნ. გოროზიას დაურეკა მამაკაცმა. აღნიშნულზე გაღიზიანდა და ყოფილ მეუღლეს ყვირილი და გინება დაუწყო. მან უთხრა, რომ მას არ ჰქონდა უფლება სხვა მამაკაცთან დაემყარებინა ურთიერთობა, რადგან ის კვლავ მას ეკუთვნოდა და როგორც თავად ჩათვლიდა ყველაფერი ისე იქნებოდა. ნ. გორიზიას შეეშინდა და გაქცევა სცადა, რა დროსაც გ. ბერიძემ დაიჭირა და ხელების ყელზე მოჭერით გაგუდა.
როგორ დაკვალიფიცირდება გ. ბერიძის ქმედება ? -
კითხვა 33 დან 40 Lawhub.ge
33. კითხვა
1 ქულასაქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორი ესტონეთის სახელმწიფოს საგამოძიებო უწყების მომართვის (შუამდგომლობის) საფუძველზე ქ. გორში საპროცესო მოქმედებას ატარებდა, რა დროსაც ხელმძღვანელობდა ესტონეთის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში ანონიმური შეტყობინებით პროკურორის საპროცესო მოქმედება იქნა გასაჩივრებული, ვინაიდან ესტონეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენების საკითხები.
საფუძვლიანია თუ არა ანონიმური შეტყობინება ? -
კითხვა 34 დან 40 Lawhub.ge
34. კითხვა
1 ქულა2023 წლის 12 თებერვალს გამართულ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, მსაჯულობის №47-ე კანდიდატმა ადვოკატის კითხვაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში ხომ არ ყოფილა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული, განაცხადა, რომ დაახლოებით 6 თვის წინ რესტორანში იჩხუბა და სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისა და დანის ტარებისათვის. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა კანდიდატის აცილება მოითხოვა, რომლის საფუძვლად მიუთითა, რომ პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას თუ ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული.
სწორია თუ არა ადვოკატის პოზიცია ? -
კითხვა 35 დან 40 Lawhub.ge
35. კითხვა
1 ქულა2022 წლის 10 მარტს დ. გეჯაძემ ბანკის წინაშე სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პირობა, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთის მესაკუთრეს ეკრძალებოდა იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ან სხვაგვარი განკარვა, კრედიტორის თანხმობის გარეშე. აღნიშნული სახელშეკრულებო პირობის მიუხედავად, დ. გეჯაძემ, 2023 წლის 30 იანვარს ო. უჩანეიშვილთან საჯარო რეესტრში დადო უძრავი ქონების ნასყოდობის ხელშეკრულება. აღნიშნულს ბანკის იურისტი არ ეთანხმება, აპირებს სარჩელით სასამართლოს მიმართოს, ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის პირვანდელი მესაკუთრისათვის დაბრუნება მოითხოვოს.
სარჩელის შეტანის შემთხვევაში, როგორ უნდა გადაწყვიტოს საკითხი სასამართლომ ? -
კითხვა 36 დან 40 Lawhub.ge
36. კითხვა
1 ქულახანდაზმულობით საკუთრების შეძენისას პირი მოიპოვებს საკუთრების უფლებას მოძრავ ნივთზე თუ იგი უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს:
-
კითხვა 37 დან 40 Lawhub.ge
37. კითხვა
1 ქულა2023 წლის 3 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა. მოსამართლემ სხდომის მდივანს ჰკითხა, მხარეებს გაეგზავნათ, თუ არა შეტყობინება სხდომის დანიშვნის თარიღის შესახებ, რაზეც სხდომის მდივანმდა უპასუხა, რომ კანონით დადგენილი წესით მხარეებს შეტყობინება გაეგზავნათ. მოსარჩელემ სხდომაზე მოითხოვა, რომ სასამართლოს გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოსამართლემ მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოიტანა. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელში მითითებული იყო ისეთი გარემობები, რომლებიც იურიდიული ანალიზის შედეგად შეუძლებელია რეალობიდან გამომდინარეობდეს, კერძოდ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული განმარტების შემდეგ, მოსამართლემ სხდომა გადადო.
კანონიერია თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება ? -
კითხვა 38 დან 40 Lawhub.ge
38. კითხვა
1 ქულა2023 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე, მოსარჩელემ იშუამდგომლა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულიყო რ. აბუსერიძე. მოსამართლემ მანდატურს სთხოვა მოწმის სხდომის დარბაზში შემოყვანა, რომელიც სხდომის დარბაზის გარეთ იცდიდა. რ. აბუსერიძემ ჩვენების მიცემამდე სასამართლოს განუმარტა, რომ მართალია მომხდარ ფაქტს უშუალოდ შეესწრო, კერძოდ როგორ დაზიანდა მისი ძმის ძვირადღირებული ავტომანქანა, მაგრამ თუ სასამართლო მას დაავალდებულებს ჩვენების მიცემას ეს გამოიწვევს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რადგან არაკანონიერი გზებით უკვე სცადეს ამ დავის მოგვარება, რისთვისაც თავისი ძმა და რამდენიმე პირი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მიღებისათვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. სასამართლომ მოწმედ მოწვეული რ. აბუსერიძე ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გაანთავისუფლა.
სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო ? -
კითხვა 39 დან 40 Lawhub.ge
39. კითხვა
1 ქულა2023 წლის 11 თებერვალს 17 წლის გ. სამსონაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ორი პირის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლსამჯულების კოდექსის მიხედვით შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ? -
კითხვა 40 დან 40 Lawhub.ge
40. კითხვა
1 ქულა2023 წლის 11 თებერვალს გ. უჩანეიშვილმა სასამართლოს მიმართა. მან მიუთითა, რომ დამსაქმებელმა, კერძო კომპანიამ დაარღვია შრომის კოდექსის მოთხოვნები, რადგან 10 თვის განმავლობაში ანაზღაურებისგარეშე სტაჟიორად აიყვანა ორი ადამიანი. დამსაქმებელმა კომპანიამ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მას უფლება აქვს სტაჟიორის თანხმობით, დადოს ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ხელშეკრულება არაუმეტეს 1 წლისა.
სწორია თუ არა დამსაქმებლის პოზიცია ?
მუშაობს სატესტო რეჟიმში, რაიმე ხარვეზის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ilia@lawhub.ge
ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, მადლობა დიდი <3