დაიბადა 1994 წლის 12 მაისს ქ. ქუთაისში, დაამთავრა სსიპ თერჯოლის მუნიციპაილტეტის სოფელ ნახშიღელის საჯარო სკოლა;
2021 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, არის სამართლის მაგისტრი;
იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ” საერთაშორისო ურთიერთობები და თანადგომა 2014 ” -ის თავმჯდომარის მოადგილე;
არის 2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი;
2016 წლის თებერევლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო შპს “საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფის” – იურისტი;
2018 წლის სექტემბრიდან დაინიშნა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მოწვეული მასწავლებელის პოზიციაზე;
2019 წლის მაისიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს – ანალიტიკოსის პოზიციაზე;
2019 წლის 19 სექტემბრიდან 2022 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში მუშობდა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, სხდომის მდივან-თანაშემწის პოზიციაზე;
დღეის მდგომარეობით იკავებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის პოზიციას.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით, არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.